ანდრეი ბუაჩიძე
გრიგორის ძე
დაბადების თარიღი | 1899 | |
ეროვნება | ქართველი | |
დაბადების ადგილი |
საქართველო ფარცხნალი სოფ |
|
საცხოვრებელი ადგილი |
მაჩაბლის ქ. # 7 ქ. თბილისი |
|
განათლება | დოცენტი | |
სოც. წარმომავლობა | გლეხი | |
ოჯახური მდგომარეობა | დაოჯახებული | |
პარტიულობა | სკკპ(ბ) წევრი | |
პროფესია | უმაღლესი სასწავლებელის დირექტო | |
სამუშაო ადგილი | საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის დირექტორი, სასოფლო სამეურნეო კათედრის დოცენტი. უმაღლესი ეკონიმიკური განათლებით. |
ნასამართლობა | საკუთარი სიტყვებით ნასამართლევი არ ყოფილა. | |
დაპატიმრების თარიღი | 01.11.1937 | |
განყოფილება | საქართველოს სსრ-ის შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატის სახ. უშიშ. სამმ.-ოს მე-4 განყოფილება | |
სხდომის თარიღი | 25.12.1937 | |
მომხსენებელი | მომხსენებელი _ ზელენცოვი | |
მონაწილეობდნენ | გოგლიძე, ტალახაძე, წერეთელი, მოროზოვი |
ბრალად ედება
რომ 1936 წლიდან იყო არალეგალური კ/რ მავნებლურ-ძირგამომთხრელი და დივერსიულ-ტერორისტული მემარჯვენე ორგანოზაციის წევრი, რომელშიც გადაბირებულ იქნა პირადად ცენტრის წევრის _ შ. მათიკაშვილის მიერ. მათიკაშვილის დავალებით სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტში ახორციელებდა კ/რ ძირგამომთხრელ და გადაბირებით სამუშაოს. აფერხებდა მაღალკვალიფიციური კადრების მომზადების პროცესს, რომელიც აუცილებელი იყო სოფლის მეურნეობის შემდგომი განვითარებისთვის, აგრეთვე აფერხებდა სტუდენტთა სასწავლო პრაქტიკის ორგანიზებას, სამეცნიერო-კვლევით მუშაობას პროფესორ-მასწავლებლების შემადგენლობაში, სტუდენტთა უზრუნველყოფას სტაბილური სასწავლო პროგრამებით, გეგმებითა და სახელმძღვანელოებით. პირადად გადიბირა ცენტრში შალვა ქორიძე, აკაკი კალაძე, სამსონ მურვანიძე. დაავალა მათ ეწარმოებინათ კ/რ გადაბირებითი საქმიანობა ინსტიტუტის მომუშავე ,,უკმაყოფილო" პარტიის წევრებს შორის. მალავდა პარტიისგან საკუთარ კ/რ "მემარჯვენე" საქმიანობას. წაყენებულ ბრალდებებში თავი დამნაშავედ ცნო.
მუხლი | 58-8, 58-11. | |
სასჯელის ზომა | დახვრეტა | |
დახვრეტის თარიღი |
შენიშვნა
პარტიის წევრი 1916 წლიდან, გარიცხეს დაპატიმრების გამო. ნათესავებს განუცხადეს, რომ გარდაიცვალა გულის სკლეროზით 26.12.1942 წელს. სიკვდილი დარეგისტრირებულია ქ. თბილისის კალინინის რ-ნის მმაჩი-ს ბიუროში 08.04.1957 წელს, აქტი # 114.