არდაში აშხაცავა

შმაფის ძე

დაბადების თარიღი 1905
ეროვნება აფხაზი
დაბადების ადგილი საქართველო, აფხაზეთი
ოჩამჩირის რაიონი
ჯგერდა სოფ
საცხოვრებელი ადგილი საქართველოს სსრ, აფხაზეთის ასსრ.
სოხუმი
განათლება უმაღლესი
სოც. წარმომავლობა -
ოჯახური მდგომარეობა დაოჯახებული
პარტიულობა სკკპ(ბ) წევრი
პროფესია პარტიის/კომკავშირისკომიტეტის მ
სამუშაო ადგილი საკავშირო კპ(ბ)-ს სოხუმის რაიონული კომიტეტის მდივანი
ნასამართლობა -
დაპატიმრების თარიღი -
განყოფილება აფხაზეთის ასსრ შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატი
სხდომის თარიღი 13.11.1937
მომხსენებელი პეტროსიანი
მონაწილეობდნენ გოგლიძე, წერეთელი, ტალახაძე, მოროზოვი

ბრალად ედება

რომ იყო კ/რ ტროცკისტულ-ტერორისტული, მეამბოხე "ლაკობასეული" ორგანიზაციის წევრი. ა) აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს არჩევნებზე, მიმაგრებული იყო სოხუმის რ-ნზე რათა ჩაეგდო საქართველოს კპ(ბ)-ს ცენტრალური კომიტეტისა და პარტიის აფხაზეთის საოლქო კომიტეტის კანდიდატურა, მიხეილ ლაკობასა და მიხეილ ჩალმაზის კანდიდატურების სანაცვლოდ. ბ) ცდილობდა გადაებირებინა კ/რ ორგანიზაციაში თავისი ნათესავი კომკავშირელი ჯანსუღ დავითის ძე ეშბა, რომელსაც მისცა დავალება, გუდაუთიდან გამოეძახებინა კ/რ ტროცკისტულ-მემაბოხე ორგანიზაციის წევრი ტარბა-ზოლოტინსკი და უზრუნველეყო მისი გამგზავრება მოსკოვში, სადაც ის უნდა შეხვედროდა ბელადს (სტალინს) აფხაზეთის ახალ პარტიულ ხელმძღვანელებზე მაკომპრომეტირებელი განცხადების გადასაცემად. ვ) კ/რ ტროცკისტულ-ტერორისტული, მეამბოხე ორგანიზაციის წევრს ი. აკოფოვს (დაპატიმრებული იქნა) მისცა დავალება, გამოსულიყო ახალი პარტიული ხელმძღვანელების წინააღმდეგ კომპარტიის აფხაზეთის საოლქო პლენუმზე. გ) სისტემატურად ეწეოდა აფხაზეთისა და საქართველოს კომპარტიის (ბ) ცენტრალური კომიტეტის ხელმძღვანელების დისკრედიტაციას. დ) ეწეოდა კ/რ აგიტაციას ("ჩვენ მხარს დაგვიჭერს გლეხობა, წავალთ ნესტორ ლაკობას გზით"). კ/რ ორგანიზაცია ,,ლაკობას" წევრებისა და სხვა მოწმეების, აგრეთვე პირადი აღიარებით დამტკიცდა, რომ აშხაცავა იყო მითითებული კ/რ ორგანიზაციის აქტიური წევრი, იყო კავშირში ხელმძღვანელ მ. ლაკობასთან და მოქმედებდა მისი დავალებებით.

მუხლი
სასჯელის ზომა დახვრეტა
დახვრეტის თარიღი 16.11.1937

შენიშვნა

საკავშირო კპ(ბ)-ს წევრი 1928 წლიდან 1937 წლამდე. გარიცხული იქნა პარტიიდან დაპატიმრების გამო.

ფოტოები / დოკუმენტები