ამირან მირცხულავა

დავითის ძე

დაბადების თარიღი 1909
ეროვნება -
დაბადების ადგილი საქართველო
ხორგა სოფ.
საცხოვრებელი ადგილი საქართველოს სსრ
ქ. თბილისი
განათლება -
სოც. წარმომავლობა -
ოჯახური მდგომარეობა -
პარტიულობა სკკპ(ბ) წევრი
პროფესია -
სამუშაო ადგილი სახელმწიფო უნივერსიტეტის ალკკ-ს ყოფილი მდივანი, ,,ახალგაზრდა კომუნისტის" რედაქციის განყოფილების გამგე
ნასამართლობა -
დაპატიმრების თარიღი -
განყოფილება საქართველოს სსრ-ის შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატის სახ. უშიშ. სამმ.-ოს მე-4 განყოფილება
სხდომის თარიღი 02.12.1937
მომხსენებელი მომხსენებელი- გოცირიძე
მონაწილეობდნენ გოგლიძე, წერეთელი, ტალახაძე, მოროზოვი

ბრალად ედება

რომ 1935წ. მაისიდან იყო მემარჯვენეთა ახალგაზრდული კ/რ ტერორისტული, მავნებლური ორგანიზაციის აქტიური მონაწილე. საქართველოს მემარჯვენეთა კ/რ ცენტრთან კავშირი ჰქონდა ორჯონიკიძის სახელობის ალკკ რაიკომის ყოფილი მდივნის, დალაქიშვილის მეშვეობით. ბრალდებული მირცხულავა საქმის კურსში იყო საბჭოთა მთავრობის და სკკპ(ბ) ხელმძღვანელების წინააღმდეგ ტერორის გამოყენებაზე კ/რ ორგანიზაციის მითითებებისა და კონტრრევოლუციური მუშაობის სხვა მეთოდების შესახებ. იბირებდა წევრებს კონტრრევოლუციურ ორგანიზაციაში და აცნობდა მათ საბჭოთა სახელმწიფოს წინააღმდეგ ბრძოლის მეთოდებს, მათ შორის, ინდივიდუალური ტერორის გამოყენებას. იყენებდა თავის მდგომარეობას, ჯერ სახელმწიფო უნივერსიტეტის ალლკ-ს კომიტეტის მდივნის, ხოლო შემდეგ გაზეთ "ახალგაზრდა კომუნისტი"-ს რედაქციის შიდაკომკავშირული განყოფილების ხელმძღვანელის თანამდებობაზე და ახორციელებდა ძირგამომთხრელ მავნებლურ საქმიანობას. თავი დამნაშავედ სცნო. მხილებულია რ.ი დალაქიშვილის, ვ.კ გეგჭკორისა და კ.შ ორგაველიძის ჩვენებების საფუძველზე.

მუხლი 57-7, 58-8, 58-11
სასჯელის ზომა დახვრეტა
დახვრეტის თარიღი

შენიშვნა

სკკპ(ბ)წევრი 1932 წლიდან, საიდანაც გაირიცხა 1937 წელს, კ/რ საქმიანობისთვის.

ფოტოები / დოკუმენტები