ივანე გულბანი
რომანის ძე
| დაბადების თარიღი | 1894 | |
| ეროვნება | ქართველი | |
| დაბადების ადგილი |
საქართველო ლაილაში სოფ |
|
| საცხოვრებელი ადგილი |
საქართველოს სსრ ქ. თბილისი |
|
| განათლება | - | |
| სოც. წარმომავლობა | სასულიერო წოდების | |
| ოჯახური მდგომარეობა | - | |
| პარტიულობა | სკკპ(ბ) წევრი | |
| პროფესია | - | |
| სამუშაო ადგილი | დაპატიმრებამდე იყო- მანგლისის რ-ნის სოფ.საბჭოს თავმჯდომარე. |
| ნასამართლობა | - | |
| დაპატიმრების თარიღი | 18.08.1937 | |
| განყოფილება | საქართველოს სსრ-ის შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატის სახ. უშიშ. სამმ.-ოს მე-4 განყოფილება | |
| სხდომის თარიღი | 09.11.1937 | |
| მომხსენებელი | გოცირიძე | |
| მონაწილეობდნენ | გოგლიძე, წერეთელი, ტალახაძე, მოროზოვი. |
ბრალად ედება
რომ იყო მემარჯვენეთა კ/რ ტერორისტული, დივერსიულ-მავნებლური ორგანიზაციის აქტიური წევრი, რომლის მიზანსაც წარმოადგენდა საბჭოთა ხელისუფლების დამხობა და კაპიტალიზმის დამყარება ინდივიდუალური ტერორის განხორციელების გზით საკავშირო კპ(ბ)-სა და საბჭოთა ხელისუფლების ხელმძღვანელთაAწინააღმდეგ და ძირგამომთხრელ საქმიანობის განხორციელებით სოფლის მეურნეობის დარგში. ბრალდებული ი.რ. გულბანი კ/რ ორგანიზაციაში გადაბირებული იქნა 1936 წ. აწ უკვე ნასამართლევი ხალხის მტრის შ.ი. ნამგალაძის მიერ და შემდგომ კ/რ საქმიანობაში კავშირში იყო მემარჯვენეთაAკ/რ ცენტრის ყოფილ წევრთან, შ. მათიკაშვილთან. ბრალდებული ი.რ გულბანი დაპატიმრების მომენტამდე 18.08.1937 წ. ეწეოდა აქტიურ კ/რ საქმიანობას საქართველოს მიწათმოწმედების სახალხო კომისარიატის მიწათმოწყობის სამმართველოს სისტემაში, ხოლო მანგლისის სოფლის საბჭოს თავმჯდომარედ მუშაობის პერიოდში, კ/რ ორგანიზაციაში პირადად იბირებდა ახალ წევრებს, ეწეოდა ძირგამომთხრელ მავნებლურ საქმიანობას მიწათმოწყობის ჩაშლის, კოლ.მეურნეობების დანგრევის და საკოლმეურნეო მშენებლობის დისკრედიტაციის მიზნით. ბრალდებული ი.რ. გულბანი იყო კ/რ ორგანიზაციის ტერორისტული გეგმების საქმის კურსში, რაც მიზნად ისახავდა ტერორისტული აქტების განხორციელებას საკავშირიო კპ(ბ)-სა და საბჭოთა ხელისუფლების წინააღმდეგ. თავი დამნაშავედ ცნო. მხილებულია შ.ი. ნამგალაძის და ზ.პ. ჩახვაძის ჩვენებებით.
| მუხლი | 58-7, 58-8, 58-11. | |
| სასჯელის ზომა | დახვრეტა | |
| დახვრეტის თარიღი | 10.11.1937 |
შენიშვნა
წარსულში სოც.-ფედერალისტი. საკავშირო კპ(ბ)-ის წევრი 1926 წლიდან.