ვლადიმერი გეგეჭკორი
ვასილის ძე
დაბადების თარიღი | 1911 | |
ეროვნება | ქართველი | |
დაბადების ადგილი |
საქართველო ქ. თბილისი |
|
საცხოვრებელი ადგილი |
ადრე ცხოვრობდა თბილისში, ლენინის ქ. # 42 მცხეთა სოფ. |
|
განათლება | არასრული უმაღლესი | |
სოც. წარმომავლობა | - | |
ოჯახური მდგომარეობა | დაუოჯახებელი | |
პარტიულობა | უპარტიო | |
პროფესია | მოსწავლე (სტუდენტი) | |
სამუშაო ადგილი | დაპატიმრებამდე იყო - საქართველოს ინდუსტრიული ინსტიტუტის სტუდენტი |
ნასამართლობა | დაპატიმრებული იყო 1935 წლის 30 ივნისს. სსრკ-ის შინსახკომის საგანგებო თათბირმა მიესაჯა 5 წლით პატიმრობა კონტრრევოლუციურ საქმიანობისთვის 1936 წლის 3 იანვარს. ამიერკავკასიის ფედერაციის შინსახკომის უფროსის მოადგილის 17.01.1936 წლის დადგენილებით # 88571, საგანგებო თათბირის გადაწყვეტილების შესრულება შეჩერებული იყო. ამიერკავკასიის ფედერაციის შინსახკომის 22.04.1936 წლის დადგენილებით, საქმე გეგეჭკორის მიმართ შეწყვეტილი იყო და ის გაათავისუფლეს გაუსვლელობის ხელწერილით, საგანგებო თათბირის მიერ საქმის შეწყვეტის გაფორმებამდე. გათავისუფლდა 1936 წლის 23 აპრილს ორდერით # 126. | |
დაპატიმრების თარიღი | 02.08.1937 | |
განყოფილება | საქართველოს სსრ-ის შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატის სახ. უშიშ სამმ.-ოს მე-3 განყოფილება | |
სხდომის თარიღი | 09.11.1937 | |
მომხსენებელი | მომხსენებელი - მიკი | |
მონაწილეობდნენ | თავმჯდომარე - შინსახ. კომისარი, 2 რანგის კომისარი გოგლიძე, წევრები: შინსახკომის მუშათა და გლეხთა მილიციის სამმართველოს უფროსი, მაიორი წერეთელი, რესპუბლიკის პროკურორი ტალახაძე, მდივანი - შინსახკომის მე-8 განყოფილების უფროსი, კაპიტანი მოროზოვი. |
ბრალად ედება
რომ 1928-1934 წწ., გერმანიაში სწავლის პერიოდში, გადაბირებულ იქნა კ/რ ფაშისტურ დივერსიულ-ტერორისტულ ჯაშუშურ ორგანიზაციაში, აგრეთვე, ერთ-ერთი უცხოური ქვეყნის დაზვერვის აგენტის მიერ გადაბირებულ იქნა ტერორისტულ-ჯაშუშური საქმიანობისათვის. 1934 წ., დაბრუნების შემდეგ, ხსენებული ორგანზაციის დავალებით, ეწეოდა საქმიანობას ამ ორგნიზაციის გეგმის მიხედვით, ასევე მოსამზადებელ სამუშაოებს საქართველოს სსრ კპ(ბ) ცენტრალური კომიტეტის მდივნის ამხ. ლ. ბერიას წინააღმდეგ ტერორისტული აქტის განსახორციელებლად.
მუხლი | 58-1-a, 58-8, 58-11 | |
სასჯელის ზომა | დახვრეტა | |
დახვრეტის თარიღი | 10.11.1937 |
შენიშვნა
ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის სამხედრო ტრიბუნალის 23.11.1956 წლის განჩინებით # 2354/н, სამეულის გადაწყვეტილება გაუქმებულია და საქმე შეწყვეტილია დანაშაულის შემადგენლობის არარსებობის გამო.