ვასილი მიზდრიკოვი
ფევდორის ძე
| დაბადების თარიღი | 1895 | |
| ეროვნება | რუსი | |
| დაბადების ადგილი |
სოფ. ჩერნიგოვკა, ზადონსკის რ-ნი ვორონეჯის გუბერნია |
|
| საცხოვრებელი ადგილი |
კიროვის ქ., სომხეთის სსრ ქ. ლენინაკანი (გიუმრი) |
|
| განათლება | - | |
| სოც. წარმომავლობა | - | |
| ოჯახური მდგომარეობა | - | |
| პარტიულობა | სკკპ(ბ) წევრი | |
| პროფესია | სამხედრო | |
| სამუშაო ადგილი | დაპატიმრებამდე იყო - მე-20 სამთო მსროლელთა დივიზიის მეთაური. წოდებით პოლკოვნიკი |
| ნასამართლობა | - | |
| დაპატიმრების თარიღი | 26.08.1937 | |
| განყოფილება | საქართველოს სსრ-ის შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატის სახ. უშიშ. სამმ.-ოს მე-5 განყოფილება | |
| სხდომის თარიღი | 09.11.1937 | |
| მომხსენებელი | მომხსენებელი - ლიფშიცი | |
| მონაწილეობდნენ | თავმჯდომარე - გოგლიძე, წევრები: წერეთელი, ტალახაძე, მდივანი - მოროზოვი. |
ბრალად ედება
რომ იგი იყო კ/რ სამხედრო ტროცკისტული ორგანიზაციის წევრი, რომელშიც შევიდა 1935 წელს, მუშათა და გლეხთა წითელი არმიის შეიარაღების ყოფილი უფროსის, ყოფილი უფრ. ინსპექტორის - პეტრენკოს წინადადებით. ეწეოდა რიგი სამხედრო პირების მოსამსახურეების კ/რ დამუშავებას და კ/რ სამხედრო ორგანიზაციაში გადაიბირა ახალი წევრები.
| მუხლი | 58-1-b, 58-8. | |
| სასჯელის ზომა | დახვრეტა | |
| დახვრეტის თარიღი | 10.11.1937 |
შენიშვნა
საკავშირო კპ(ბ)-ის წევრი, გაირიცხა 1937 წლიდან, როგორც ფარული ტროცკისტი. ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის სამხედრო ტრიბუნალის 22.02.1957 წლის განჩინებით # 109/н, სამეულის გადაწყვეტილება გაუქმებულია და საქმე შეწყვეტილია ბრალდების დაუმტკიცებლობის გამო. ნათესავებს განუცხადეს, რომ გარდაიცვალა გულის პარალიზით 11.11.1940 წელს. სიკვდილი დარეგისტრირებულია ქ. თბილისის ლენინის რ-ნის მმაჩ-ის ბიუროში.