ალექსანდრე რუდოი
იაკობის ძე
დაბადების თარიღი | 1900 | |
ეროვნება | რუსი | |
დაბადების ადგილი |
უკრაინა ქ. ოდესა |
|
საცხოვრებელი ადგილი |
პლეხანოვის პროსპექტი № 63 ქ. თბილისი |
|
განათლება | სამხედრო | |
სოც. წარმომავლობა | მუშა | |
ოჯახური მდგომარეობა | - | |
პარტიულობა | სკკპ(ბ) წევრი | |
პროფესია | სამხედრო | |
სამუშაო ადგილი | დაპატიმრებამდე - ამიერკ.სამხედრო ოლქის #326 სამხ. მშენებლობის უფროსი |
ნასამართლობა | - | |
დაპატიმრების თარიღი | 10.09.1937 | |
განყოფილება | საქართველოს სსრ-ის შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატის სახ. უშიშ. სამმ.-ოს მე-5 განყოფილება | |
სხდომის თარიღი | 03.12.1937 | |
მომხსენებელი | მომხსენებელი - კულაგინი | |
მონაწილეობდნენ | გოგლიძე, წერეთელი, ტალახაძე, მოროზოვი |
ბრალად ედება
რომ არის ყოფილი დამსჯელი, მსახურობდა დამსჯელი რაზმის - გრიშინი-ალმაზოვის ფორმირებებში, ეკუთნოდა ტროცკისტულ ტოლმაჩევი-უკლონისტურ დაჯგუფებას და ატარებდა ქ. იაროსლავის მე-11 და ქ.თბილისის #326 ნაკვეთების სამხედრო-სამშენებლოში ძირგამომთხრილ კ/რ მავნებლურ საქმიანობას.
მუხლი | 58-7, 58-11, 58-13 | |
სასჯელის ზომა | დახვრეტა | |
დახვრეტის თარიღი | 09.02.1938 |
შენიშვნა
უმაღლესი სამხედრო-პოლიტიკური განათლებით, მშენებლის შვილი, ყოფილი რკინიგზის ხელოსანი, სკკპ(ბ) წევრი 1921 წლიდან. 1937 წელს გარიცხეს. მოთავსებულ იქნა თბილისის ციხეში. ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის სამხედრო ტრიბუნალის 27.09.1957 წლის განჩინებით # 528/н, სამეულის გადაწყვეტილება გაუქმებულია და საქმე შეწყვეტილია დანაშაულის შემადგენლობის არარსებობის გამო. ნათესავებს განუცხადეს, რომ გარდაიცვალა გულის სკლეროზით 09.02.1944 წელს. სიკვდილი დარეგისტრირებულია ქ. თბილისის ოქტომბრის რ-ნის მმაჩი-ს ბიუროში.