ალექსანდრე კობიაშვილი

ვასილის ძე

დაბადების თარიღი 1898
ეროვნება ქართველი
დაბადების ადგილი საქართველო
ახმეტა ქ.
საცხოვრებელი ადგილი ლენინის ქ. # 2
ქ. თბილისი
განათლება -
სოც. წარმომავლობა აზნაური
ოჯახური მდგომარეობა -
პარტიულობა საქ. სსრ კპ(ბ) წევრი
პროფესია ინჟინერი
სამუშაო ადგილი ინჟინერ-მექანიკოსი. დაპატიმრებამდე იყო საქ. საავტომობილო მეურნეობის მმართველის მოადგილე, სამგზავრო ავტობაზის უფროსი.
ნასამართლობა არ იყო ნასამართლევი
დაპატიმრების თარიღი 16.08.1937
განყოფილება საქართველოს სსრ-ის შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატის სახ. უშიშ. სამმ.-ოს მე-4 განყოფილება
სხდომის თარიღი 09.11.1937
მომხსენებელი მომხსენებელი - ნასიძე
მონაწილეობდნენ თავმჯდომარე - გოგლიძე, წევრები: წერეთელი, ტალახაძე, მდივანი - მოროზოვი.

ბრალად ედება

რომ ა.ვ. კობიაშვილი იყო მემარჯვენეთა კ/რ დივერსიულ-ტერორისტული ორგანიზაციის წევრი, სადაც 1937 წლის დასაწყისში გადაიბირა დავით ბაგრატიონმა. მონაწილეობდა არალეგალურ შეკრებებში და თათბირებში. კ/რ ორგანიზაციაში იბირებდა ახალ წევრებს. ეწეოდა მავნებლობას საქართველოს საავტომობილო მეურნეობის დარგში, კეტავდა ავტომაგისტრალებს, რისი მიზანიც იყო მშრომელთა მხრიდან საბჭოთა ხელისუფლებისადმი უკმაყოფილება. იყო იმ ტერორისტული ჯგუფის წევრი, რომელიც ამზადებდა ამხ. ბერიას მკვლელობას. თავი დამნაშავედ ცნო.

მუხლი 58-7, 58-11
სასჯელის ზომა დახვრეტა
დახვრეტის თარიღი 10.11.1937

შენიშვნა

საქართველოს კპ(ბ)-ის წევრი 1921 წლიდან, გაირიცხა დაპატიმრების გამო. მოთავსებულ იქნა საქართველოს სსრ-ის შინსახკომის კომენდატურაში. ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის სამხედრო ტრიბუნალის 22.06.1956 წლის განჩინებით # 1250/н, სამეულის გადაწყვეტილება გაუქმებულია და საქმე შეწყვეტილია დანაშაულის შემადგენლობის არარსებობის გამო. ნათესავებს განუცხადეს, რომ მიესაჯა 10 წლით თავისუფლების აღკვეთა შრომა-გასწორების ბანაკში და გარდაიცვალა გულის მანკით 10.09.1943 წელს.

ფოტოები / დოკუმენტები