გიორგი გალნაზაროვი (გულნაზაროვი)

ივანეს ძე

დაბადების თარიღი 1890
ეროვნება სომეხი
დაბადების ადგილი საქართველო
საგარეჯოს რაიონი
კაკაბეთი სოფ
საცხოვრებელი ადგილი საქართველოს სსრ
კაკაბეთი სოფ
განათლება დაბალი განათლებით
სოც. წარმომავლობა კულაკი
ოჯახური მდგომარეობა დაოჯახებული
პარტიულობა სკკპ(ბ) ყოფილი წევრი
პროფესია მუსიკოსი
სამუშაო ადგილი აღმოსავლეთ საქართველოს ეთნოგრაფიული გუნდის ყოფილი მომღერალი.
ნასამართლობა 1930 წელს დააპატიმრეს კ/რ მენშევიკური საქმიანობისათვის
დაპატიმრების თარიღი -
განყოფილება -
სხდომის თარიღი 24.06.1937
მომხსენებელი -
მონაწილეობდნენ

ბრალად ედება

რომ იყო გაერთიანებული კ/რ ტროცკისტულ-მენშევიკური ორგანიზაციის აქტიური წევრი, 1929 წლის ბოლოს იღებდა მონაწილეობას არალეგალურ თათბირში სოფ. კაკაბეთში, რომელიც მოიწვია გ. ოქრომჭედლიშვილმა და რომელზეც უხამსი ფორმით მოიხსენიებდნენ პარტიის ბელადს და განიხილავდნენ საკითხს ტერორის შესახებ ხელისუფლების წარმომადგენლებზე. გულნაზაროვი დაპატიმრებამდე, 1936წ. არ წყვეტდა თავის კ/რ კავშირს ორგანიზაციის წევრებთან. იყო აღმოსავლეთ საქართველოს ეთნოგრაფიული გუნდის მომღერალი, მონაწილეობა მიიღო არალეგალურ თავყრილობაში 1936 წლის 18 სექტემბერს თბილისში, რომელზეც სანდრო მჭედლიშვილმა აცნობა არსებული ვითარება ორგანიზაციის წევრების დაკავებასთან დაკავშირებით. გ. გულნაზაროვმა წარდგენილი ბრალდებები აღიარა. იმყოფებოდა თბილისის ციხეში.

მუხლი 58-10, 58-11
სასჯელის ზომა დახვრეტა
დახვრეტის თარიღი

შენიშვნა

სკკპ(ბ) ყოფილი წევრი 1921წ.-დან 1922წ.-მდე. პარტიის რიგებიდან გაირიცხა, როგორც პასივი.

ფოტოები / დოკუმენტები