ალექსანდრე ბურდული
გიორგის ძე
დაბადების თარიღი | 1901 | |
ეროვნება | ქართველი | |
დაბადების ადგილი | ტოლატსოფელი სოფ | |
საცხოვრებელი ადგილი |
საქართველოს სსრ ყაზბეგი დაბა |
|
განათლება | უმაღლესი | |
სოც. წარმომავლობა | ღარიბი გლეხი | |
ოჯახური მდგომარეობა | დაოჯახებული | |
პარტიულობა | სკკპ(ბ) წევრი | |
პროფესია | პროკურორი | |
სამუშაო ადგილი | ყაზბეგის რაიონის პროკურორი. უმაღლესი იურუდიული განათლებით. |
ნასამართლობა | არ იყო ნასამართლევი | |
დაპატიმრების თარიღი | 01.09.1937 | |
განყოფილება | საქართველოს სსრ-ის შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატის ყაზბეგის რაიგანყოფილება | |
სხდომის თარიღი | 28.12.1937 | |
მომხსენებელი | კარახანოვი | |
მონაწილეობდნენ | გოგლიძე, წერეთელი, მოროზოვი |
ბრალად ედება
რომ იყო უკმაყოფილი თავისი კერძო და მატერიალური მდგომარეობით, მტრულად განწყობილი კოლმეურნეობისა და პარტიული ხელმძღვანელობის მიმართ და 1937 წლის დასაწყისში ანტონ ფოცხვერაშვილმა (ყაზბეგის რაიკომის მდივნის ყოფილი მოადგილე) გადაიბირა კ/რ მემარჯვენე ორგანიზაციაში. იყო ყაზბეგის რ-ნში მოქმედე მემარჯვენე ორგანიზაციის აქტიური წევრი. ორგანიზაციას ხელმძღვანელობდა ყაზბეგის რაიკომის ყოფილი მდივანი შ. ნამგალაძე, რომლის დავალებითაც გააწევრიანეს ორგანიზაციაში. ახორციელებდა გადაბირებით საქმიანობას. როგორც ორგანიზაციის წევრმა, კ/რ საქმიანობისთვის ნამგალაძისგან მიიღო მატერიალური გასამრჯელო 1400 მან. ბურდული მავნებლური საქმიანობისთვის მიმაგრებული იქნა სიონის სოფსაბჭოში, სადაც ჩაშალა საგაზაფხულო სასოფლო სამეურნეო სამუშაოები, რაც თავადაც აღიარა 8.09.1937 წელს მიცემულ ჩვენებაში (მიუთითა, რომ ეს გააკეთა ფოცხვერაშვილის დავალებით). ამავე დროს, მემარჯვენე ტერორისტული ორგანიზაციის დავალებით ეწეოდა მავნებლურ საქმიანობას, როგორც პროკურორი. კერძოდ, უკანონოდ წყვეტდა საქმეებს, რომლებიც აღძრული იყო ხალხის მტრების წინააღმდეგ. ესენი იყვნენ კ/რ მემერჯვენეები: კ. ხინჩაგოვი, შ. ჩოპიკაშვილი, ა. კაზალიკაშვილი, მ. კიკნაძე, რაც დამოწმებულია პროკურატურის შესაბამისი აქტით. ჩამოთვლილი პირები პასუხისგებაში იყვნენ მიცემული სოფლის მეურნეობაში მავნებლობისა და ომის დროს ცხენების რაოდენობის აღრიცხვის ჩაშლისთვის, რომელსაც ატარებდა დუშეთის რაიონული სამხედრო კომისარიატი ა. წ. ივნისსა და ივლისში. დღეს ისინი დაპატიმრებული არიან და საქ. სსრ შისახკომის სამეულის მიერ მისჯილი აქვთ დახვრეტა. ყაზბეგის რაიონში მემარჯვენეთა კ/რ ტერორისტული ჯგუფის ხელმძღვანელის, შ. ნამგალაძის მითითებით მან არ გასცა სანქცია დამნაშავე კრიმინალური ელემენტების კანონიერ დაჭერაზე, რაც დაადასტურა კიდევ თავის ჩვენებაში 08/09-1937 წელს. ა. გ. ბურდულისთვის წაყენებული ბრალდება დადასტურებულია კ/რ საქმიანიბისთვის დაპატიმრებული ა. ფოცხვერაშვილის, შ. ნამგალაძის, შ. ანდღულაძის, შ/ პაიჭაძის, ი. დათეშვილისა და დ. ყაზბეგის ჩვენებებით.
მუხლი | 58-8, 58-11, 58-12 | |
სასჯელის ზომა | დახვრეტა | |
დახვრეტის თარიღი |
შენიშვნა
1926 წ-დან სკპ(ბ) წევრი, პარტიიდან გარიცხეს 1937 წ. კ/რ საქმიანობისთვის. ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის სამხედრო ტრიბუნალის 20.07.1956 წლის განჩინებით # 1570/н, სამეულის გადაწყვეტილება გაუქმებულია და საქმე შეწყვეტილია დანაშაულის შემადგენლობის არარსებობის გამო. ნათესავებს განუცხადეს, რომ გარდაიცვალა ტვინში სისხლჩაქცევით 29.12.1942 წელს. სიკვდილი დარეგისტრირებულია ყაზბეგის რ-ნის მმაჩი-ს ბიუროში 02.10.1957 წელს, აქტი # 1.