სერგო ძიუბა

ივანეს (ევდოკიმე) ძე

დაბადების თარიღი 1906
ეროვნება უკრაინელი
დაბადების ადგილი უკრაინა
ქ. კიევი
საცხოვრებელი ადგილი საქართველოს სსრ, ул. Реутовская №9
ქ. თბილისი
განათლება საშუალო
სოც. წარმომავლობა მუშა
ოჯახური მდგომარეობა დაოჯახებული
პარტიულობა უპარტიო
პროფესია ტექნიკოსი
სამუშაო ადგილი №24 სამხედრო საწყობის დაგეგმვითი-საწარმოო განყოფილების უფროსი, შეიარაღების ტექნიკოსი.
ნასამართლობა არა
დაპატიმრების თარიღი 29.07.1937
განყოფილება საქართველოს სსრ-ის შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატის სახ. უშიშ. სამმ.-ოს მე-5 განყოფილება
სხდომის თარიღი 17.01.1938
მომხსენებელი დუდკინი
მონაწილეობდნენ ქობულოვი, წერეთელი, ტალახაძე

ბრალად ედება

რომ 1) იყო წევრი კონტრრევოლუციური, ტროცკისტულ-ტერორისტული და დივერსიულ-მავნებლური ორგანიზაციისა, რომელიც შემდგომშიც 1934-1937 წწ. ამზადებდა ტერორისტულ აქტებს სკკპ (ბ) და საბჭოთა მთავრობის ხელმძღვანელების წინააღმდეგ; 2) შედიოდა კონტრრევოლუციურ-საომარ-მავნებლურ დაჯგუფებაში, რომლის მიზანსაც წარმოადგენდა საბჭოთა ხელისუფლების დამხობა და კაპიტალიზმის აღდგენა. 3) ატარებდა მავნებლურ-დივერსიულ საქმიანობას სამხედრო ძალებში, რომელიც მიმართული იყო მუშათა და გლეხთა წითელი არმიის ძლიერების შესასუსტებლად.

მუხლი 58-7, 58-8, 58-11
სასჯელის ზომა დახვრეტა
დახვრეტის თარიღი 20.01.1938

შენიშვნა

ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის სამხედრო ტრიბუნალის №194/4 განჩინებით სამეულის გადაწყვეტილება გაუქმებულია და საქმე შეწყვეტილია დანაშაულის ნიშნების არარსებობის გამო. ნათესავებს განუცხადეს, რომ მისჯილი ჰქონდა 10 წელი შრომა-გასწორებით ბანაკში და პატიმრობაში გარდაიცვალა 20/01-1942 წელს ფილტვების ანთებით. სიკვდილი რეგისტრირებულია ქ. თბილისის ოქტომბრის რაიონის მმაჩის ბიუროში.

ფოტოები / დოკუმენტები