გერმანე მგალობლიშვილი

ანდრიას ძე

დაბადების თარიღი 1884
ეროვნება ქართველი
დაბადების ადგილი საქართველო
ერკეთი სოფ
საცხოვრებელი ადგილი სულხან-საბას ქ. # 15
ქ. თბილისი
განათლება არასრული უმაღლესი
სოც. წარმომავლობა -
ოჯახური მდგომარეობა -
პარტიულობა სკკპ(ბ) წევრი
პროფესია -
სამუშაო ადგილი დაპატიმრების მომენტამდე მუშაობდა საქ.სსრ სახკომსაბჭოს თავმჯდომარედ.
ნასამართლობა -
დაპატიმრების თარიღი 07.07.1937
განყოფილება -
სხდომის თარიღი 04.10.1937
მომხსენებელი ქობულოვი, ხაზანი, სავიცკი, პარამონოვი
მონაწილეობდნენ მატულევიჩი, ზარიანოვი, ჟიგური, კოსტიუშკო

ბრალად ედება

რომ 1933 წლის დასაწყისში შექმნა და თავად ჩაუდგა სათავეში მემარჯვენეთა კონტრრევოლუციური ორგანიზაციის ცენტრს და ამ ცენტრის წევრთა მეშვეობით ხელმძღვანელობდა მთელ ტერორისტულ მეამბოხე და დივერსიულ-მავნებლურ მოღვაწეობას მემარჯვენეთა ორგანიზაციისა, რომელმაც მიზნად დაისახა საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების დამხობა და საბჭოთა კავშირიდან საქართველოს გამოყოფა; პირადად შექმნა საბრძოლო ჯგუფები სტალინისა და ბერიას წინააღმდეგ ტერაქტების მოსაწყობად, ხელმძღვანელობდა ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის ჯარებში კონტრრევოლუციური ცენტრის საქმიანობას; 1918 წლიდან იყო ერთ-ერთი უცხო ქვეყნის დაზვერვის აგენტი, სისტემატურად, დაპატიმრების დღემდე აწვდიდა მათ ჯაშუშური ხასიათის ინფორმაციას.

მუხლი 58-1-a, 58-8, 58-9, 58-11
სასჯელის ზომა დახვრეტა
დახვრეტის თარიღი 05.10.1937

შენიშვნა

სსრკ უზენაესი სასამართლოს სამხედრო კოლეგიის 27.10-1956 წლის განჩინებით 4н-019949/56 საქმე შეწყვეტილია დანაშაულის ნიშნების არარსებობის გამო. მგალობლიშვილის დას განუცხადეს, რომ მისი ძმა პატიმრობაში გარდაიცვალა 12.12.19393 წელს (სსრკ უზენაესი სასამართლოს სამხედრო კოლეგიის შეტყობინება).

ფოტოები / დოკუმენტები