ალექსანდრე ჟურული

ილიას ძე

დაბადების თარიღი 1888
ეროვნება ქართველი
დაბადების ადგილი საქართველო
ქ. თბილისი
საცხოვრებელი ადგილი ვერცხლის ქ. # 35
ქ. თბილისი
განათლება -
სოც. წარმომავლობა აზნაური
ოჯახური მდგომარეობა -
პარტიულობა უპარტიო
პროფესია -
სამუშაო ადგილი "ტყვარჩელნახშირის" მომარაგების რწმუნებული.
ნასამართლობა სამჯერ იყო დაპატიმრებული საქართველოს განსაკუთრებული კომისიისა და სახელმწიფო პოლიტიკური სამმართველოს მიერ: 1922 წ. 1924 წ. და 1931 წ. (ჯაშუშობისა და კ/რ მუხლით).
დაპატიმრების თარიღი 22.06.1937
განყოფილება საქართველოს სსრ-ის შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატის სახ. უშიშ. სამმ.-ოს მე-5 განყოფილება
სხდომის თარიღი 11.08.1937
მომხსენებელი მომხსენებელი - ასლანოვი.
მონაწილეობდნენ თავმჯდომარე: რაფავა, წევრები: წერეთელი, ტალახაძე, მდივანი – მოროზოვი.

ბრალად ედება

რომ ირიცხებოდა მუშათა და გლეხთა წითელი არმიის რიგებში 1921-1924 წწ. იყო კ/რ სამხედრო ორგანიზაციის წევრი, რომელიც გეგმავდა საბჭოთა ხელისუფლების დამხობას საქართველოში. 1935 წლიდან იყო კ/რ სამხედრო ორგანიზაციის, კ/რ ტროცკისტებისა და კ/რ მემარჯვენეთა გაერთიანებული ბლოკის წევრი. ორგანიზაციაში იბირებდა ახალ წევრებს.

მუხლი 58-6, 58-11
სასჯელის ზომა დახვრეტა
დახვრეტის თარიღი 13.08.1937

შენიშვნა

მენშევიკური და მეფის არმიის ყოფილი ოფიცერი. ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის სამხედრო ტრიბუნალის 06.11.1956 წლის განჩინებით # 2260/н, სამეულის გადაწყვეტილება გაუქმებულია. 1921-1924 წლების საქმე შეწყვეტილია საქ. სსრ-ის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის საფუძველზე, ხოლო კ-რ ტროცკისტულ ორგანიზაციის წევრობაში ბრალდების ნაწილში კი საქმე შეწყვეტილია დაუმტკიცებლობის გამო. ნათესავებს უნდა განუცხადდეს, რომ გარდაიცვალა სსრკ-ის შსს-ს შრომა-გასწორების ბანაკში ენტეროკოლიტით 1946 წლის 27 აპრილს.

ფოტოები / დოკუმენტები