ალექსანდრე ახმეტელი
ვასილის ძე
| დაბადების თარიღი | 1887 | |
| ეროვნება | ქართველი | |
| დაბადების ადგილი |
საქართველო ქ. სიღნაღი |
|
| საცხოვრებელი ადგილი |
რუსეთის სფსრ ქ. მოსკოვი |
|
| განათლება | უმაღლესი | |
| სოც. წარმომავლობა | - | |
| ოჯახური მდგომარეობა | დაოჯახებული | |
| პარტიულობა | უპარტიო | |
| პროფესია | რეჟისიორი | |
| სამუშაო ადგილი | დაპატიმრების მომენტში მუშაობდა მოსკოვის "მწვანე თეატრის" რეჟისორად. იქამდე მუშაობდა ჯერ რუსთაველის თეატრის რეჟისორად, შემდეგ მთავარ რეჟისორად და სამხატვრო ხელმძღვანელად. საქართველოს კპ(ბ) ცკ და სკს 1935 წლის 13 სექტემბრის დადგენილებით გათავისუფლდა. |
| ნასამართლობა | ადრე ნასამართლევი არ ყოფილა. | |
| დაპატიმრების თარიღი | 19.11.1936 | |
| განყოფილება | საქართველოს სსრ-ის შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატი | |
| სხდომის თარიღი | 28.06.1937 | |
| მომხსენებელი | - | |
| მონაწილეობდნენ | მატულევიჩი, ორლოვი, ჟდანი, ბატნერი |
ბრალად ედება
რომ იყო ზინოვიევ-ტროცკისტული ტერორისტული ორგანიზაციის აქტიური მონაწილე, რომელმაც განახორციელა კიროვის მკვლელობა და ამზადებდა შემდგომ წლებში ტერაქტებს საბჭოთა მთავრობისა და პარტიის ხელმძღვანელთა წინააღმდეგ. 1932 წელს, იყო რა გადაბირებული კ/რ ორგანიზაციაში, ეწეოდა მავნებლურ კ/რ საქმიანობას კულტურულ ფრონტზე. აიღო შეფობა სხვა რესპუბლიკების ნაციონალურ თეატრებზე და ამ შირმის უკან შექმნა კონსპირაციული სამხედრო მეამბოხეთა ჯგუფები ბაქოში, სოხუმში, სტალინირში, გროზნოსა და საქართველოს მთელ რიგ რაიონებში. ამ ჯგუფების ორგანიზატორებად ახმეტელმა გადმოიბირა 36 ადამიანი. კ/რ ორგანიზაციის დავალებით ახმეტელმა შექმნა ქ. თბილისში, რუსთაველის თეატრში ტერორისტული ჯგუფი ბერიას წინააღმდეგ ტერაქტის განსახორციელებლად. 1935 წლის ნოემბერში ახმეტელი ჩავიდა მოსკოვში, მოსკოვის თეატრებში ტერორისტული ჯგუფების შესაქმნელად და სპექტაკლის დროს სტალინის წინააღმდეგ ტერორისტული აქტის განსახორციელებლად. მთელი კ/რ მოღვაწეობის მანძილზე ახმეტელი დაკავშირებული იყო საქართველოს კ/რ ცენტრის აქტიურ მონაწილესთან ლიდია გასვიანთან, რომელსაც 1935 წელს მოსკოვში გამგზავრების წინ გადასცა მის მიერ რუსთაველის თეატრში შექმნილი ტერორისტული ჯგუფი. ამის გარდა, 1935 წელს ახმეტელი ჩაბმულ იქნა ჟაშუშურ საქმიანობაში ერთ-ერთი უცხოური სახელმწიფოს მზვერავის, რადომსკის მიერ.
| მუხლი | 58-6, 58-8, 58-11 | |
| სასჯელის ზომა | დახვრეტა | |
| დახვრეტის თარიღი | 29.06.1937 |
შენიშვნა
1923 წლამდე ნაციონალ-დემოკრატთა პარტიის წევრი.