სიმონი ჩიხლაძე
ალექსანდრე
დაბადების თარიღი | 1897 | |
ეროვნება | ქართველი | |
დაბადების ადგილი |
საქართველო ქ. ქუთაისი |
|
საცხოვრებელი ადგილი |
საქართველოს სსრ, ლომინაძის ქუჩა № 11. ქ. თბილისი |
|
განათლება | უმაღლესი | |
სოც. წარმომავლობა | - | |
ოჯახური მდგომარეობა | დაოჯახებული | |
პარტიულობა | სკკპ(ბ) წევრი | |
პროფესია | ინჟინერი | |
სამუშაო ადგილი | დაპატიმრებამდე მუშაობდა ჰიდროენერგეტიკული ინსტიტუტის დირექტორად. |
ნასამართლობა | 1928 წლიდან 1930 წლის ჩათვლით იყო გადასახლებული ყაზახეთში კონტრრევოლუციური ტროცკისტული საქმიანობისთვის. | |
დაპატიმრების თარიღი | 10.08.1936 | |
განყოფილება | საქართველოს სსრ-ის შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატი | |
სხდომის თარიღი | 09.07.1937 | |
მომხსენებელი | - | |
მონაწილეობდნენ | ისაკაძე, ტატუზოვი, ჩხეტიანი, ჯაფარიძე |
ბრალად ედება
რომ 1928 წლიდან გადასახლებაში ყოფნისას ს.ა. ჩიხლაძე მოძრაობდა კოლონიებში და გადასახლებულებს შორის ტროცკისტული თვალთმაქცობის ტაქტიკას უწევდა პროპაგანდას. ამას გარდა, ს.ა. ჩიხლაძე ყველა ძალას ხმარობდა, რომ ტროცკისტები _ მიხეილ ოკუჯავა, ბუდუ მდივანი და სერიოჟა ქავთარაძე დაბრუნებულიყვნენ პარტიაში და ამავე დროს ურყევ ტროცკისტებად დარჩენილიყვნენ. 1931 წელს გადასახლებიდან დაბრუნებულმა ს.ა. ჩიხლაძემ, მას შემდეგ, რაც დაუბრუნდა კონტრრევოლუციურ ტროცკისტულ პოზიციას, გააფართოვა კონტრრევოლუციური ტროცკისტული საქმიანობა. თავის ბინაში იგი აწყობდა დაბრუნებული ტროცკისტების (ვოზვრაშჩენცების) _ ა.ფ. პაპავას, გ.ტ. ძიგრაშვილისა და სხვების შეკრებებს. 1935 წელს, პარტიული დოკუმენტების შემოწმების პროცესში, ს.ა. ჩიხლაძისთვის პარტიული ბილეთის არმიცემის საფუძველზე უკანასკნელმა ზოგიერთ ტროცკისტთან გამოთქვა მოსაზრება არსებული პარტიული ხელმძღვანელობის, და პირადად, ამხ. სტალინის ფიზიკური განადგურების აუცილებლობის შესახებ; ამართლებდა ნიკოლაევის მიერ ს. მ. კიროვის მიმართ განხორციელებულ ტერაქტს და აცხადებდა, კიროვი კი არა, სტალინი უნდა მომკვდარიყოო. გარდა პირადი აღიარებისა, ჩიხლაძე მხილებულია აგრეთვე 1936-1937 წლებში დაპატიმრებული ლ.ი. გასვიანის, პ.დ. თურაჯევის, მ.ნ. ცინცაძის, კ.გ. ანანინის, გ.გ. გოგოტიშვილისა და სხვათა ჩვენებებში. საქ.სსრ უზენაესი სასამართლოს 09.07-1937 წლის გადაწყვეტილებით, იმ 7 მსჯავრდებულს შორის, რომელთაც მიესაჯათ სასჯელის უმაღლესი ზომა - დახვრეტა, მე-3 ნომრად ირიცხება სიმონ ალექსანდრეს ძე ჩიხლაძე. ყველა იმ პირის განაჩენი, რომელსაც მიესაჯა სასჯელის უმაღლესი ზომა, 1937 წლის 9-დან 10 ივლისის ღამეს სისრულეშია მოყვანილი.
მუხლი | 58-6, 58-8, 58-9, 58-10, 58-11 | |
სასჯელის ზომა | დახვრეტა | |
დახვრეტის თარიღი | 09.07.1938 |
შენიშვნა
სკკპ (ბ) წევრი 1915 წლიდან. 1926 წელს გაირიცხა პარტიიდან კონტრრევოლუციური ტროცკისტული საქმიანობისთვის, აღადგინეს 1930 წ.