ზაქარია მჭედლიშვილი
გიორგის ძე
| დაბადების თარიღი | 1898 | |
| ეროვნება | ქართველი | |
| დაბადების ადგილი |
საქართველო საგარეჯოს რაიონი კაკაბეთი სოფ |
|
| საცხოვრებელი ადგილი |
საქართველოს სსრ, ყიფიანის ქ. № 10 ქ. თბილისი |
|
| განათლება | დაბალი განათლებით | |
| სოც. წარმომავლობა | გლეხი | |
| ოჯახური მდგომარეობა | დაოჯახებული | |
| პარტიულობა | უპარტიო | |
| პროფესია | კოლმეურნე | |
| სამუშაო ადგილი | სპეციალობა არ გააჩნია. მუშაობდა კოლმეურნეობაში „წითელი ოქტომბერი“. აღმოსავლეთ საქართველოს ეთნოგრაფიული გუნდის ყოფილი მომღერალი. |
| ნასამართლობა | წარსულში არ იყო ნასამართლევი. | |
| დაპატიმრების თარიღი | 11.11.1936 | |
| განყოფილება | საქართველოს სსრ-ის შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატის თბილისის რაიგანყოფილება | |
| სხდომის თარიღი | 01.07.1937 | |
| მომხსენებელი | - | |
| მონაწილეობდნენ | მატულევიჩი, ორლოვი, ჟდანი, ბატნერი. |
ბრალად ედება
რომ იყო კონტრრევოლუციური ტროცკისტული ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრი. ესწრებოდა არალეგალურ ტროცკისტულ შეკრებებს. 18.09-1936 წელს მონაწილეობდა ივანე მჭედლიშვილის ბინაზე გამართულ კონტრრევოლუციური ტროცკისტულ-მენშევიკული ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრთა გაერთიანებულ არალეგალურ სხდომაში, სადაც გაჟღერდა ინფორმაცია ორგანიზაციის წევრთა დაპატიმრებასთან დაკავშირებით შექმნილი მდგომარეობის შესახებ. წაყენებული ბრალდება ზ. მჭედლიშვილმა აღიარა ნაწილობრივ, ამავდროულად იგი სხვა ბრალდებულებმა ამხილეს. დააპატიმრეს 11.11-1936 წ. სსრკ უზენაესი სასამართლოს სამხედრო კოლეგიის გამსვლელმა სესიამ მიუსაჯა თავისუფლების აღკვეთა 10 წლით, 5 წლით უფლების აყრით, პირადი ქონების კონფისკაციით. განთავისუფლებულ იქნა 11.11-1946 წელს სასჯელის ვადის მოხდის შემდეგ ("ნორილლაგის" (ნორილსკის ბანაკების) უწყება 09.01-1947 წ.).
| მუხლი | 17-58-8, 58-11 | |
| სასჯელის ზომა | 10 (ათი) წელი | |
| დახვრეტის თარიღი |
შენიშვნა
ბარათი შედგენილია ნორილსკის შრომითი ბანაკების ინსპექტორის, გაევის მიერ. სსრკ-ს უზენაესი სასამართლოს სამხედრო კოლეგიის 14.03-1961 წლის განჩინებით 01.07-1937 წლის განაჩენი გაუქმებულია, საქმე შეწყვეტილია დანაშაულის ნიშნების არარსებობის გამო.