ვლადიმერი ნიკოლაევი

ტიტეს ძე

დაბადების თარიღი 1893
ეროვნება რუსი
დაბადების ადგილი რუსეთი
ქ. ლენინგრადი (პეტროგრადი)
საცხოვრებელი ადგილი შაუმიანის ქ. # 3
ქ. ბათუმი
განათლება უმაღლესი
სოც. წარმომავლობა -
ოჯახური მდგომარეობა დაოჯახებული
პარტიულობა უპარტიო
პროფესია ვეტექიმი
სამუშაო ადგილი ვეტექიმი, დაპატიმრებამდე მუშაობდა ხიხაძირის დაცვისა და კარანტინის ვეტპუნქტის გამგედ.
ნასამართლობა -
დაპატიმრების თარიღი 04.05.1938
განყოფილება აჭარის ასსრ-ის შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატი
სხდომის თარიღი 10.10.1938
მომხსენებელი კრუაშვილი
მონაწილეობდნენ გოგლიძე, ჩარკვიანი, ტალახაძე

ბრალად ედება

რომ იყო კ/რ დივერსიული_მავნებლური ორგანიზაციის წევრი, რომლის მიზანიც იყო საბჭოთა სახელმწიფოს ეკონომიკური სიძლიერის შესუსტება მავნებლობით და საბჭოთა ხელისუფლების დამხობა შეიარაღებული აჯანყების გზით. მავნებლობდა მესაქონლეობის დარგში, ამცირებდა საქონლის სულადობას დაკვლის უკანონო ნებართვების გაცემის გზით. განგებ არ გამოიყენა ცხოველების დამცავი აცრები ციმბირის წყლულის წინააღმდეგ ხიხაძირის სოფლის საბჭოში. თავი დამნაშავედ სცნო. მოთავსებული იყო ბათუმის ციხეში 4.05.1938 წლიდან.

მუხლი 58-2, 58-7, 58-11
სასჯელის ზომა დახვრეტა
დახვრეტის თარიღი 16.10.1938

შენიშვნა

სამეფო არმიის ყოფილი პრაპორშჩიკი. აჭარის ასსრ-ის უზენაესი სასამართლოს პრეზიდიუმის 30.07.1956წლის დადგენილებით, სამეულის გადაწყვეტილება გაუქმებულია და საქმე შეწყვეტილია დანაშაულის ნიშნების არარსებობის გამო. ნათესავებს განუცხადეს, რომ გარდაიცვალა ექსუდაციური პლევრიტით 16.11.1945 წელს. სიკვდილი დარეგისტრირებულია ქ. ბათუმის მმაჩის ბიუროში 18.10.1956 წელს, აქტი # 520.

ფოტოები / დოკუმენტები