ვასილი ბერლევი
მიხეილის ძე
დაბადების თარიღი | 1901 | |
ეროვნება | რუსი | |
დაბადების ადგილი |
რუსეთი პოკოინოე სოფ. (ბუდიონოვის რ-ნი) |
|
საცხოვრებელი ადგილი |
გრემის შეს. # 3 ქ. თბილისი |
|
განათლება | დაბალი განათლებით | |
სოც. წარმომავლობა | გლეხი | |
ოჯახური მდგომარეობა | - | |
პარტიულობა | სკკპ(ბ) ყოფილი წევრი | |
პროფესია | - | |
სამუშაო ადგილი | წოდებით კაპიტანი. დაპატიმრებამდე იყო საქართველოს რესპუბლიკის ადგილობრივი მრეწველობის სახალხო კომისარიატის პასუხისმგებლობის შემსრულებელი. წითელ არმიაში 1920 წლიდან 1937 წლამდე იყო დემობილიზებული 243 მუხლის "ბ" პუნქტის მიხედვით. |
ნასამართლობა | - | |
დაპატიმრების თარიღი | 13.04.1938 | |
განყოფილება | ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატის განსაკუთრებული განყოფილება | |
სხდომის თარიღი | 09.10.1938 | |
მომხსენებელი | სერიკოვი | |
მონაწილეობდნენ | გოგლიძე, ჩარკვიანი, ტალახაძე |
ბრალად ედება
რომ იყო კ/რ ორგანიზაციის აქტიურ მონაწილე, რომელმაც 01.12.1934 წელს განახორციელა ს.მ. კიროვის მზაკვრული მკვლელობა და შემდგომ წლებში გეგმავდა ტერაქტებს სკკპ(ბ)-ს და საბჭოთა ხელისუფლების ხელმძღვანელთა წინააღმდეგ. 1936 წლიდან შედიოდა კ/რ ტროცკისტულ სამხედრო ორგანიზაციაში, რომლის მიზანიც საბჭოთა ხელისუფლების დამხობა და კაპიტალიზმის აღდენა იყო. მავნებლობდა კ/რ ორგანიზაციის შესაკრებად და იბირებდა კ/რ ორგანიზაციაში ახალ წევრებს. თავი დამნაშავედ სცნო.
მუხლი | 58-10, 58-8, 58-11, 58-1-b | |
სასჯელის ზომა | დახვრეტა | |
დახვრეტის თარიღი | 10.10.1938 |
შენიშვნა
დენიკინის არმიაში მსახურობდა მწერლად. სკპ(ბ) პარტიიდან გაირიცხა ლოთობისა და ყოფითი გახრწნილობის გამო. მოათავსეს თბილისის ციხეში. ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის სამხედრო ტრიბუნალის 02.07.1957 წლის განჩინებით # 363/н, საქართველოს სსრ-ის შინსახკომის სამეულის 09.10.1938 გადაწყვეტილება გაუქმდა და საქმე შეწყვეტილია დანაშაულის ნიშნების არარსებობის გამო. 120, 121, 122 ოქმი.