მარია დობროვოლსკაია

ვლადიმერის ასული

დაბადების თარიღი 1893
ეროვნება რუსი
დაბადების ადგილი ქ. ბელიჟი, ბელარუსი
ვიტებსკის გუბერნია
საცხოვრებელი ადგილი კაგანოვიჩის ქ. # 26, სოხუმი, აფხაზეთის ასსრ
ქ. სოხუმი
განათლება -
სოც. წარმომავლობა ხელოსანი
ოჯახური მდგომარეობა -
პარტიულობა სკკპ(ბ) წევრი
პროფესია მდივანი
სამუშაო ადგილი აფხაზეთის შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატის მდივანი
ნასამართლობა -
დაპატიმრების თარიღი 27.11.1937
განყოფილება აფხაზეთის ასსრ შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატი
სხდომის თარიღი 16.01.1938
მომხსენებელი მომხსენებელი - მარტიროსოვი
მონაწილეობდნენ თავმჯდომარე – ქობულოვი, წევრები: წერეთელი, ტალახაძე, მდივანი – მოროზოვი.

ბრალად ედება

რომ იყო კ/რ ტერორისტული ორგანიზაციის წევრი, 1937 წელს გადაიბირა აფხაზეთის შინაგან საქმეთა სახალხო კომისარმა, ჟუჟუნავამ. დობროვოლსკაიამ იცოდა, რომ კ/რ ტერორისტული ორგანიზაცია ამზადებდა საბჭოთა ხელისუფლების ძალადობრივ დამხობას და ტერორისტულ აქტებს პარტიისა და მთავრობის ხელმძღვანელების წინააღმდეგ. ის დათანხმდა, შეესრულებინა ყველა კ/რ დავალება, რომელიც ამ ორგანიზაციის ხელმძღვანელობიდან წამოვიდოდა. აფხაზეთის შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატიდან ჟუჟუნავას გადასვლის შემდეგ, დობროვოლსკაია სამუშაოდ დარჩა შინსახკომში და ასრულებდა კ/რ ორგანიზაციის აგენტის მოვალეობას, ფარულად გასცემდა აფხაზეთის შინსახკომ-ის მიერ კონტრრევოლუციის წინააღმდეგ მიმართულ ოპერატიულ-ჩეკისტურ ღონისძიებებს. ეს ცნობები მას კ/რ ორგანიზაციებისთვის უნდა გადაეცა ჟუჟუნავას მეშვეობით. თავი დამნაშავედ ცნო.

მუხლი 58-10, 58-11
სასჯელის ზომა დახვრეტა
დახვრეტის თარიღი 19.01.1938

შენიშვნა

სკპ(ბ) წევრი 1920 წლიდან, თავი დამნაშავედ ცნო. ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის სამხედრო ტრიბუნალის 26.06.19562 წლის განჩინებით # 1326/н, სამეულის გადაწყვეტილება გაუქმებულია და საქმე შეწყვეტილია დანაშაულის შემადგენლობის არარსებობის გამო. ნათესავებს განუცხადეს, რომ გარდაიცვალა გულის ინფარქტით 19.02.1943 წელს. სიკვდილი დარეგისტრირებულია ქ. სოხუმის მმაჩი-ს ბიუროში 18.10.1956 წელს, აქტი # 52.

ფოტოები / დოკუმენტები