ალექსანდრე ზორინი

ნიკოლოზის ძე

დაბადების თარიღი 1901
ეროვნება რუსი
დაბადების ადგილი რუსეთი
კიროვი ქ.
საცხოვრებელი ადგილი ქ. თბილისი
განათლება საშუალო
სოც. წარმომავლობა -
ოჯახური მდგომარეობა დაოჯახებული
პარტიულობა სკკპ(ბ) ყოფილი წევრი
პროფესია სამხედრო
სამუშაო ადგილი თავდაცვის სამხედრო კომისარიატის სამხედრო საწყობის # 102 განყოფილების უფროსი. წოდებით კაპიტანი.
ნასამართლობა -
დაპატიმრების თარიღი 08.03.1938
განყოფილება საქართველოს სსრ-ის შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატის სახ. უშიშ. სამმ.-ოს მე-5 განყოფილება
სხდომის თარიღი 21.06.1938
მომხსენებელი სერიკოვი
მონაწილეობდნენ გოგლიძე, ტალახაძე, წერეთელი, მოროზოვი

ბრალად ედება

რომ 1936 წლიდან იყო კ/რ სამხედრო მავნებლური ორგანიზაციის წევრი, რომელიც მიზნად ისახავდა საბჭოთა ხელისუფლების დამხობასა და კაპიტალიზმის აღდგენას. კ/რ ორგანიზაციაში ზორინი ჩაითრია ხალხის მტერმა, ლიჩაგინმა და მისი დავალებით ახორციელებდა აქტიურ კ/რ მავნებლურ საქმიანობას ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის თავდაცვის სამხედრო კომისარიატის # 102 სამხედრო საწყობში. თავი სცნო დამნაშავედ.

მუხლი 58-7, 58-8, 58-11.
სასჯელის ზომა დახვრეტა
დახვრეტის თარიღი 22.06.1938

შენიშვნა

საკავშირო კპ(ბ)-ს წევრი 1932 წლიდან. იმავე წელს გარიცხეს პარტიიდან სამხედრო მომზადების ჩაშლის გამო. წითელ არმიაში მსახურობდა 1922 წლიდან. ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის სამხედრო ტრიბუნალის 28.12.1956 წლის განჩინებით # 2512/н, საქართველოს სსრ-ის შინსახკომის სამეულის 21.06.1938 წლის გადაწყვეტილება გაუქმებულია და საქმე შეწყვეტილია დანაშაულის ნიშნების არარსებობის გამო. ნათესავებს განუცხადეს, რომ გარდაიცვალა კუჭის დაავადებით 15.12.1943 წელს.

ფოტოები / დოკუმენტები