ალექსანდრე ჩაჩანიძე

ეფრემის ძე

დაბადების თარიღი 1901
ეროვნება ქართველი
დაბადების ადგილი საქართველო.
შუქრუთი სოფ
საცხოვრებელი ადგილი თავისუფლების ქ. # 45
ჭიათურა ქ.
განათლება -
სოც. წარმომავლობა გლეხი
ოჯახური მდგომარეობა დაოჯახებული
პარტიულობა სკკპ(ბ) წევრი
პროფესია -
სამუშაო ადგილი დაპატიმრებამდე - ჭიათურის რაიონის აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარე.
ნასამართლობა -
დაპატიმრების თარიღი 10.12.1937
განყოფილება საქართველოს სსრ-ის შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატის ჭიათურის რაიგანყოფილება
სხდომის თარიღი 28.04.1938
მომხსენებელი -
მონაწილეობდნენ გოგლიძე, ტალახაძე, წერეთელი, მოროზოვი

ბრალად ედება

რომ იყო ანტისაბჭოთა მემარჯვენე ორგანიზაციის წევრი, 1936 წელს გადაბირებულ იქნა კონტრრევოლუციურ ორგანიზაციაში კალმახელიძე გ.ი. მიერ და ამ უკანასკნელის დავალებით ეწეოდა გადაბირებით, მავნებლურ-ძირგამომთხრელ საქმიანობას სოფლის მეურნეობაში ჭიათურის რაიონში. ბრალდებულმა თავი სრულიად ცნო დამნაშავედ, აგრეთვე მხილებულ იქნა კონტრრევოლუციური ორგანიზაციის წევრების კალმახელიძე გ.ი, პატარაია ნ.ე. ციცვიძე გ.ნ გოგოლაშვილი ნ.გ. და ბრეგვაძე ა.ს ჩვენებების საფუძველზე.

მუხლი 58-7, 58-11
სასჯელის ზომა დახვრეტა
დახვრეტის თარიღი 06.05.1938

შენიშვნა

სკპ(ბ) წევრი 1926 წლიდან 1937 წლამდე, დაპატიმრებულ იქნა ჭიათურის რ-ნის შინსახკომის განყოფილების მიერ 10.12.1937 წელს, მოთავსებულ იქნა ჭიათურის რაიგანყოფილების შიდა ციხეში. საქართველოს სსრ-ის უზენაესი სასამართლოს 20.02.1958 წლის განჩინებით # 147, სამეულის დადგენილება გაუქმებულია და საქმე შეწყვეტილია ბრალდების დაუმტკიცებლობის გამო. ნათესავებს განუცხადეს, რომ გარდაიცვალა მუცლის ტიფით 05.05.1942 წელს. სიკვდილი დარეგისტრირებულია ქ. ჭიათურის რაიონული მმაჩი-ს ბიუროში.

ფოტოები / დოკუმენტები