ისააკი ვაინშტეინი

რუბენის ძე

დაბადების თარიღი 1898
ეროვნება ებრაელი
დაბადების ადგილი საქართველო.
მანგლისი დაბა
საცხოვრებელი ადგილი მალიგინის ქ. # 14, აზერბაიჯანის სსრ
ქ. ბაქო
განათლება უმაღლესი
სოც. წარმომავლობა მეშჩანი
ოჯახური მდგომარეობა -
პარტიულობა სკკპ(ბ) წევრი
პროფესია ექიმი
სამუშაო ადგილი პროფესიით ექიმი. დაპატიმრებამდე - ძერჟინსკის საგზაო სანატორიუმის განყოფილების უფროსი. წარსულში ბაქოს რკინიგზის დისპანსერის ხელმძღვანელი.
ნასამართლობა ვაინშტეინი არ იყო გასამართლებული.
დაპატიმრების თარიღი 22.01.1938
განყოფილება ამიერკავკასიის რკინიგზის შინ. საქ. სახ. კომ. სახ. უშიშ. სამმ. საგზაო-სატრანსპორტო განყოფილება
სხდომის თარიღი 28.04.1938
მომხსენებელი მომხსენებელი-ხეჩუმოვი.
მონაწილეობდნენ გოგლიძე, წერეთელი, ტალახაძე, მოროზოვი

ბრალად ედება

რომ იყო კ/რ ტროცკისტულ-ტერორისტული, დივერსიულ-მავნებლური ორგანიზაციის წევრი, რომელმაც 01.12.1934 წ. განახორციელა ს. მ. კიროვის საზარელი მკვლელობა და 1934-1937 წწ. ამზადებდა ტერორისტულ აქტებს. როზენცვეიგისა და სხვათა დავალებით იყო ბაქოს რკინიგზის დისპანსერის ხელმძღვანელი, ახორციელებდა მავნებლობას საგზაო სანატორიუმში, ამზადებდა ორგანიზაციას და ახორციელებდა ბაქტერიოლოგიურ დივერსიას ტრანსპორტზე. დააპატიმრეს 22/1/1938 წელს და იმყოფებოდა თბილისის ციხეში.

მუხლი 58-7, 58-8, 58-11
სასჯელის ზომა დახვრეტა
დახვრეტის თარიღი 30.04.1938

შენიშვნა

სსრკ-ის უზენაესი სასამართლოს სამხედრო კოლეგიის 1955 წლის 13 აგვისტოს განჩინებით # 05/4118-55, საქმე შეწყვეტილია ბრალდების დაუსაბუთებლობის გამო. ნათესავებს განუცხადეს, რომ მიესაჯა 10 წლით თავისუფლების აღკვეთა შრომა-გასწორებით ბანაკში და პატიმრობაში გარდაიცვალა კუჭ-ნაწლავის დაავადებით 1942 წლის 28 მაისს.

ფოტოები / დოკუმენტები