ნიკოლოზი ვოლკოვი

ივანეს ძე

დაბადების თარიღი 1903
ეროვნება რუსი
დაბადების ადგილი რუსეთი
როსტოვი ქ
საცხოვრებელი ადგილი ჭავჭავაძის ქ. # 3
ქ. თბილისი
განათლება -
სოც. წარმომავლობა -
ოჯახური მდგომარეობა -
პარტიულობა სკკპ(ბ) წევრი
პროფესია -
სამუშაო ადგილი შინსახკომის ორგანოებში მუშაობდა 1920 წლიდან, 1925 წლიდან სასზღვრო დაცვაში. საქართველოს შინსახკომის სასაზღვრო ძალების სამმართველოს ოპერატიული განყოფილების მე-2 ქვეგანყოფილების უფროსი
ნასამართლობა -
დაპატიმრების თარიღი 16.01.1938
განყოფილება საქართველოს სსრ-ის შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატის სახ. უშიშ. სამმ.-ოს მე-5 განყოფილება
სხდომის თარიღი 28.04.1938
მომხსენებელი მომხსენებელი -ხოლოპოვი.
მონაწილეობდნენ გოგლიძე, ტალახაძე, წერეთელი, მოროზოვი

ბრალად ედება

რომ საქართველოს სსრ-ს შინსახკომში არსებულ კონტრრევოლუციურ შეთქმულებაში ის გადაიბირა ამ კონტრრევოლუციური შეთქმულების მონაწილე რუმიანცევმა. ამ უკანასკნელის დავალებით ახორციელებდა მავნებლობლურ საქმიანობას. ბრალდებულმა თავი სცნო დამნაშავედ, მაგრამ შემდეგში საკუთარი ჩვენებები უარყო. ამხილეს რუმიანცევის პირდაპირი ჩვენებების საფუძველზე.

მუხლი 58-10, 58-11.
სასჯელის ზომა დახვრეტა
დახვრეტის თარიღი 30.04.1938

შენიშვნა

პარტიიდან გარიცხეს დაპატიმრების გამო. ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის სამხედრო ტრიბუნალის 02.02.1956 წლის განჩინებით # 191/н, საქმე შეწყვეტილია დანაშაულის ნიშნების არარსებობის გამო. ნათესავებს განუცხადეს, რომ გარდაიცვალა კუჭის დაავადებით 13.02.1943 წელს. სიკვდილი დარეგისტრირებულია ქ. თბილისის კალინინის რ-ნის მმაჩის ბიუროში.

ფოტოები / დოკუმენტები