გიორგი გინტენდორფი

ალბერტის ძე

დაბადების თარიღი 1903
ეროვნება გერმანელი
დაბადების ადგილი ლატვია
ლიბავა ქ.
საცხოვრებელი ადგილი პოლკის საერთო საცხოვრებელი
ქ. თბილისი
განათლება უმაღლესი
სოც. წარმომავლობა -
ოჯახური მდგომარეობა -
პარტიულობა უპარტიო
პროფესია ექიმი
სამუშაო ადგილი დაპატიმრებამდე-შინსახკომის მერვე მოტომსროლელთა პოლკის უფროსი ექიმი. მეორე რანგის სამხედრო ექიმი.
ნასამართლობა -
დაპატიმრების თარიღი 04.12.1937
განყოფილება საქართველოს სსრ-ის შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატის სახ. უშიშ. სამმ.-ოს მე-5 განყოფილება
სხდომის თარიღი 28.04.1938
მომხსენებელი ხოლოპოვი
მონაწილეობდნენ გოგლიძე, ტალახაძე, წერეთელი, მოროზოვი

ბრალად ედება

რომ იყო მონაწილე კონტრრევოლუციური შეთქმულებისა, რომელიც მიზნად ისახავდა საბჭოთა ხელისუფლების დამხობას და საბჭოთა კავშირში კაპიტალიზმის რესტავრაციას, სკპ(ბ) ლიდერებსა და საბჭოთა ხელისუფლებაზე ინდივიდუალური ტერორის გზით. ამზადებდა სამხედრო აჯანყებას და ახორციელებდა მავნებლურ საქმიანობას საბჭოთა კავშირის ეკონომიკური და სამხედრო სიძლიერის ჩასაშლელად. იყო კონტრრევოლუციური შეთქმულების მონაწილე, აქტიურად ახორციელებდა კონტრრევოლუციურ მავნებლურ საქმიანობას. სისტემატურად ატარებდა კ/რ ფაშისტურ აგიტაციას სამხედრო მოსამსახურეთა შორის. ბრალდებულმა თავი სრულად სცნო დამნაშავედ. ამხილეს შმატკოვას, პაშენკოს, გურიანოვასა და სხვა 6 ადამიანის ჩვენებათა საფუძველზე.

მუხლი 58-7, 58-11. 58-10
სასჯელის ზომა დახვრეტა
დახვრეტის თარიღი 30.04.1938

შენიშვნა

მუშათა და გლეხთა წითელ არმიაში 1923 წლიდან. შინსახკომის საჯარისო ნაწილებში 1929 წლიდან. ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის სამხედრო ტრიბუნალის 11.11.1958 წლის განჩინებით # 344/н, საქმე შეწყვეტილია დანაშაულის ნიშნების არარსებობის გამო.

ფოტოები / დოკუმენტები