გიორგი ხუნდაძე
სილოვანის ძე
დაბადების თარიღი | 1888 | |
ეროვნება | ქართველი | |
დაბადების ადგილი |
საქართველო ქ. ქუთაისი |
|
საცხოვრებელი ადგილი |
ნინოშვილის ქ. # 54 ქ. თბილისი |
|
განათლება | უმაღლესი | |
სოც. წარმომავლობა | - | |
ოჯახური მდგომარეობა | - | |
პარტიულობა | უპარტიო | |
პროფესია | ინჟინერი | |
სამუშაო ადგილი | ინჟინერი, დაპატიმრების დროს დაუდგენელი საქმიანობის. 1921 წლიდან 1923 წლამდე მსახურობდა მარგანეცის მრეწველთა საბჭოს შეკრებაში, 1923-1926 წლებში მსახურობდა ინგლისურ ფირმა "დიუპრეში". 1926-1935 წლებში მუშაობდა რიონისა და ხრამის სადგურების მშენებლობაზე, |
ნასამართლობა | - | |
დაპატიმრების თარიღი | 09.01.1938 | |
განყოფილება | საქართველოს სსრ-ის შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატის სახ. უშიშ სამმ.-ოს მე-3 განყოფილება | |
სხდომის თარიღი | 15.03.1938 | |
მომხსენებელი | კოზაჩენკო | |
მონაწილეობდნენ | გოგლიძე, ტალახაძე, წერეთელი, მოროზოვი |
ბრალად ედება
რომ იყო კონტრევოლუციური, მემარჯვენე-ტროცკისტების ტერორისტული და დივერსიული ორგანიზაციის აქტიური წევრი, რომლის დავალებითაც რიონისა და ხრამის სადგურზე ახორციელებდა დივერსიულ-მავნებლურ საქმიანობას. ასევე ჯაშუშურ საქმიანობას უცხოური დაზვერვის სასარგებლოდ.
მუხლი | 58-1-a, 58-7, 58-11 | |
სასჯელის ზომა | დახვრეტა | |
დახვრეტის თარიღი | 17.03.1938 |
შენიშვნა
მენშევიკთა პარტიის წევრი 1917 წლიდან. 1918 წლიდან ხელმძღვანელობდა მენშევიკური მთავრობის სახელმწიფო რეზიდენციას ბორჯომში, უმაღლესი განათლებით, დაამთავრა გერმანიაში, ქალაქ გეტენში პოლიტენიკური ინსტიტუტი. ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის სამხედრო ტრიბუნალის 20.12.1955 წლის განჩინებით, საქართველოს სსრ-ის შინსახკომის სამეულის 15.03.1938 წლის გადაწყვეტილება გაუქმებულია და საქმის წარმოება შეწყვეტილია დანაშაულის ნიშნების არარსებობის გამო. ნათესავებს განუცხადეს, რომ გ. ს. ხუნდაძე პატიმრობაში გარდაიცვალა პარტახტიანი ტიფით 07.04.1942 წელს. სიკვდილი დარეგისტრირებულია ქ. თბილისის სტალინის რ-ნის მმაჩის ბიუროში 17.07.1956 წელს, აქტი # 61.