გაზანფარი მუსაბეკოვი
მაჰმუდის ძე
| დაბადების თარიღი | 1889 | |
| ეროვნება | აზერბაიჯანელი | |
| დაბადების ადგილი |
აზერბაიჯანი პერებედალი სოფ. |
|
| საცხოვრებელი ადგილი |
სულხან საბას ქ. # 15 ქ. თბილისი |
|
| განათლება | უმაღლესი | |
| სოც. წარმომავლობა | გლეხი | |
| ოჯახური მდგომარეობა | - | |
| პარტიულობა | სკკპ(ბ) წევრი | |
| პროფესია | ექიმი | |
| სამუშაო ადგილი | ექიმი, დაპატიმრებამდე იყო სსრკ-ის ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარე და ამიერკავკასიის სახალხო კომისართა საბჭოს თავმჯდომარე. |
| ნასამართლობა | - | |
| დაპატიმრების თარიღი | 26.07.1937 | |
| განყოფილება | საქართველოს სსრ-ის შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატის სახ. უშიშ სამმ.-ოს მე-3 განყოფილება | |
| სხდომის თარიღი | 08.02.1938 | |
| მომხსენებელი | მომხსენებელი - კრიმიანი | |
| მონაწილეობდნენ | თავმჯდომარე - გოგლიძე, წევრები: წერეთელი, ტალახაძე, მდივანი - მოროზოვი. |
ბრალად ედება
რომ იყო "აზერბაიჯანის ნაციონალური ცენტრის" ორგანიზატორი და ხელმძღვანელი, ახორციელებდა აქტიურ დივერსიულ-მავნებლურ საქმიანობას, ამზადებდა ტერორისტულ აქტებს საკავშირო კპ-სა და საბჭოთა ხელისუფლების ხელმძღვანელთა წინააღმდეგ. ამასთან ერთად, ახორციელებდა ჯაშუშურ და დაზვერვით საქმიანობას უცხოეთის სახელმწიფოების სასარგებლოდ. თავი დამნაშავედ სცნო
| მუხლი | 58-7, 58-11 | |
| სასჯელის ზომა | დახვრეტა | |
| დახვრეტის თარიღი | 09.02.1938 |
შენიშვნა
1918 წ-დან იყო საკავშირო კპ(ბ)-ის წევრი. საკავშირო კპ(ბ)-ის ცენტრალური კომიტეტის წევრობის ყოფილი კანდიდატი. ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის სამხედრო ტრიბუნალის 1955 წლის 6 დეკემბრის განჩინებით მისი საქმე შეწყვეტილია დანაშაულის ნიშნების არარსებობის გამო. საარქივო-საგამომძიებლო საქმე # 27216 გადაგზავნილ იქნა აზერბაიჯანის სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის სააღრიცხვო-საარქივო განყოფილებაში ქ. ბაქოს არქივში მუდმივად შესანახავად. საქმე დარეგისტრირებულია იქ შეწყვეტილ საქმეების არქივში ნომრით # 16646.