ბენიამინი ქარცივაძე
ისიდორეს ძე
დაბადების თარიღი | 1907 | |
ეროვნება | ქართველი | |
დაბადების ადგილი |
საქართველო შრომა სოფ |
|
საცხოვრებელი ადგილი |
საქართველოს სსრ, საბჭოს ქ. # 3/7 და წერეთლის გამზ. # 21 ქ. თბილისი |
|
განათლება | - | |
სოც. წარმომავლობა | ვაჭარი | |
ოჯახური მდგომარეობა | - | |
პარტიულობა | სკკპ(ბ) წევრობის ყოფილი კანდიდ | |
პროფესია | ინჟინერი | |
სამუშაო ადგილი | მეტალის ცივად დამუშავების ინჟინერი. ავტოსარემონტო ქარხნის წარმოების უფროსი. |
ნასამართლობა | - | |
დაპატიმრების თარიღი | 29.09.1937 | |
განყოფილება | საქართველოს სსრ-ის შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატის სახ. უშიშ სამმ.-ოს მე-3 განყოფილება | |
სხდომის თარიღი | 17.01.1938 | |
მომხსენებელი | მომხსენებელი - რუსკოვი | |
მონაწილეობდნენ | თავმჯდომარე – ქობულოვი, წევრები: წერეთელი, ტალახაძე, მდივანი – მოროზოვი. |
ბრალად ედება
რომ იყო კ/რ ტროცკისტულ დივერსიულ-მავნებლური ორგანიზაციის წევრი, რომლის დავალებითაც ეწეოდა ძირგამომთხრელ მავნებლურ საქმიანობას თბილისის ავტო-სარემონტო ქარხანაში, რომელიც მიმართული იყო წარმოების ჩაშლისკენ და წარმოების გეგმის შეუსრულებლობისაკენ. ბრალდებულმა თავი დამნაშავედ არ ცნო. მხილებულ იქნა მოწმეების: დელიბაში ა.ზ, დიდებურიძე ვ.ი, სილახტარიანი ლ.გ და სხვათა ჩვენებებით. საქმე დაბრუნდეს ხელახალი გამოძიებისათვის
მუხლი | 58-7, 58-11 | |
სასჯელის ზომა | დახვრეტა | |
დახვრეტის თარიღი | 25.01.1938 |
შენიშვნა
წარსულში წვრილი ვაჭარი, პარტიიდან გარიცხეს ა/ს საქმიანობისა და კ/რ ტროცკისტებთან კავშირის გამო. საქართველოს შინსახკომის განსაკუთრებული სამეულის 24/01-1938 გადაწყვეტილებით მიესაჯა სასჯელის უმაღლესი ზომა - დახვრეტა. ნათესავებს განუცხადეს, რომ გარდაიცვალა 25/01-1944 2. პნევმონიით. სიკვდილი დარეგისტრირებულია ქ. თბილისის ლენინის რაიონის მმაჩი-ს ბიუროში, აქტი № 69, 15/08-1957 წ.