ალექსანდრე-ისააკი პოპილსკი

ბორისის ძე

დაბადების თარიღი 1901
ეროვნება ებრაელი
დაბადების ადგილი რუსეთი
ქ. ლენინგრადი (პეტროგრადი)
საცხოვრებელი ადგილი პლეხანოვის გამზ. # 22
ქ. თბილისი
განათლება -
სოც. წარმომავლობა -
ოჯახური მდგომარეობა დაოჯახებული
პარტიულობა უპარტიო
პროფესია ვეტექიმი
სამუშაო ადგილი ვეტერინარი, ლენინგრადის ოლქის მიწათმოქმედების მმართველობის ვეტერინარული მმართველობის უფროსი ვეტექიმის მოვალეობათა შემსრულებელი. მიწათმოქმედების სახალხო კომისარიატის ვეტერინარული პუნქტის ყოფილი ექიმი.
ნასამართლობა -
დაპატიმრების თარიღი 28.10.1937
განყოფილება საქართველოს სსრ-ის შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატის სახ. უშიშ სამმ.-ოს მე-3 განყოფილება
სხდომის თარიღი 17.01.1938
მომხსენებელი მომხსენებელი - ამირზადგულიანი
მონაწილეობდნენ ქობულოვი, ტალახაძე, წერეთელი, მოროზოვი

ბრალად ედება

რომ 1928 წლიდან ეკუთვნის ვეტერინარ ექიმთა კ/რ მავნებლურ ორგანიზაციას, რომელთა დავალებითაც ახორციელებდა დივერსიულ-მავნებლურ საქმიანობას ვეტერინარული მომსახურეობის სფეროში რომელიც განკუთვნილი იყო კოლმეურნეობებისათვის და სოფლის მეურნეობებისათვის. ავრცელებდა მათ შორის გადამდებ დაავადებას.

მუხლი 58-7, 58-11
სასჯელის ზომა დახვრეტა
დახვრეტის თარიღი 20.01.1938

შენიშვნა

საქართველოს სსრ-ის უზენაესი სასამართლოს 16.03.1958 წლის განჩინებით # 261, სამეულის დადგენილება გაუქმებულია და საქმე შეწყვეტილია დანაშაულის შემადგენლობის არარსებობის გამო. ნათესავებს განუცხადეს, რომ გარდაიცვალა ექსუდატიური პლევრიტით 20.02.1945 წელს.

ფოტოები / დოკუმენტები