გიორგი კორძაია

პარმენის ძე

დაბადების თარიღი 1896
ეროვნება ქართველი
დაბადების ადგილი საქართველო
ქ. ქუთაისი
საცხოვრებელი ადგილი ამიერკავკასიის ფედერაციის ქ. # 16
ქ. თბილისი
განათლება -
სოც. წარმომავლობა აზნაური
ოჯახური მდგომარეობა -
პარტიულობა უპარტიო
პროფესია ბუღალტერი
სამუშაო ადგილი დაპატიმრებამდე - ქალაქ ბაქოს აღმასრულებელი კომიტეტის მთავარი სავაჭრო განყოფილების საქართველოს ქვეგანყოფილების მთავარი ბუღალტერი. წარსულში კულარის ცხენსაშენის საცხენოსნო ნაწილის უფროსი.
ნასამართლობა დაპატიმრებული იყო 25.04.1933 წელს, საბჭოთა ხელისუფლების წინააღმდეგ აგიტაციის ბრალდებით. გათავისუფლდა 19.05.1933 წელს.
დაპატიმრების თარიღი 25.10.1937
განყოფილება საქართველოს სსრ-ის შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატის სახ. უშიშ სამმ.-ოს მე-3 განყოფილება
სხდომის თარიღი 17.01.1938
მომხსენებელი მომხსენებელი - ამირზადგულიანი
მონაწილეობდნენ თავმჯდომარე – ქობულოვი, წევრები: წერეთელი, ტალახაძე, მდივანი – მოროზოვი.

ბრალად ედება

რომ კავშირი ჰქონდა კ/რ დივერსიულ-მავნებლურ ორგანიზაციასთან საქართველოს ცხენსაშენში. ამ ორგანიზაციის დავალებით ეწეოდა მავნებლურ საქმიანობას, რომელიც მიმართული იყო საქართველოში ცხენის ნაშენის შემცირებისაკენ.

მუხლი 58-7, 58-11
სასჯელის ზომა დახვრეტა
დახვრეტის თარიღი 20.01.1938

შენიშვნა

სხვა წყაროს თანახმად, დაიბადა ყარსის ოლქში. მეფისა არმიის ყოფილი ოფიცერი, მენშევიკთა არმიის უფროსი ლეიტენანტი. მოათავსეს თბილისის ციხეში. ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის სამხედრო ტრიბუნალის 22.05.1956 წლის განჩინებით # 1024/н, სამეულის გადაწყვეტილება გაუქმებულია და საქმე შეწყვეტილია დანაშაულის შემადგენლობის არარსებობის გამო. ნათესავებს განუცხადეს, რომ მიესაჯა 10 წლით თავისუფლების აღკვეთა შრომა-გასწორების ბანაკში და პატიმრობაში გარდაიცვალა გულის სისუსტით 12.12.1943 წელს.

ფოტოები / დოკუმენტები