ალექსანდრე ორლიკ-სერებრიანიკოვი

მიხეილის ძე

დაბადების თარიღი 1900
ეროვნება რუსი
დაბადების ადგილი რუსეთი
ვორონეჟი ქ.
საცხოვრებელი ადგილი საზოგადოებრივი ჩიხი # 8
ქ. თბილისი
განათლება -
სოც. წარმომავლობა -
ოჯახური მდგომარეობა -
პარტიულობა სკკპ(ბ) წევრი
პროფესია სამხედრო
სამუშაო ადგილი კამოს სახელის ქარხნის მომარაგების უფროსი. ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის ავტოჯავშანსატანკო ჯარების ჯავშანმატარებლების მე-7 ცალკეული დივიზიონის ყოფილი მეთაური. წოდება: მაიორი
ნასამართლობა -
დაპატიმრების თარიღი 16.10.1937
განყოფილება საქართველოს სსრ-ის შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატის სახ. უშიშ. სამმ.-ოს მე-5 განყოფილება
სხდომის თარიღი 26.12.1937
მომხსენებელი დუდკინი
მონაწილეობდნენ გოგლიძე, ტალახაძე, წერეთელი, მოროზოვი

ბრალად ედება

რომ იყო 1. კ/რ ტროცკისტულ-ტერორისტული ორგანიზაციის წევრი, რომელმაც 01.12.1934 წ. განახორციელა ს. მ. კიროვის მზაკვრული მკვლელობა და 1934-1937 წწ. ამზადებდა ტერორისტულ აქტებს პარტიის ხელმძღვანელებისა და საბჭოთა ხელისუფლების წინააღმდეგ. 2. შედიოდა კ/რ სამხედრო მავნებლურ ორგანიზაციაში, რომელიც გეგმავდა შეიარაღებულ აჯანყებას საბჭოთა ხელისუფლების დამხობისა და ფაშისტური ქვეყნების დახმარებით კაპიტალიზმის რესტავრაციის მიზნით. 1936 წ. ზაფხულში კ/რ სამხედრო ორგანიზაციაში გააწევრიანა ხალხის მტერმა პეტროვმა. 3. სარგებლობდა რა თავის სამსახურეობრივი მდგომარეობით, ეწეოდა მავნებლურ საქმიანობას სამხედრო ნაწილის მომზადების სისტემაში. 4. სახალხო მტრის - პეტროვის დავალებით გადმოიბირა 2 ახალი წევრი ორგანიზაციაში და ორლიკ-სერებრიანიკოვის დავალებით ისინი ეწეოდნენ მავნებლურ საქმიანობას ჯავშანმატარებლების დივიზიონში.

მუხლი 58-7, 58-8, 58-11
სასჯელის ზომა დახვრეტა
დახვრეტის თარიღი 27.12.1937

შენიშვნა

პარტიიდან გარიცხეს 1937 წელს სიფხიზლის დაკარგვისა და პარტიულ პოლიტიკურ სამუშაოს სათანადოდ ვერ შეფასების გამო. მოთავსებულ იქნა თბილისის ციხეში. ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის სამხედრო ტრიბუნალის 09.12.1955 წლის განჩინებით # 1067/н, საქმე შეწყვეტილია დანაშაულის შემადგენლობის არარსებობის გამო. ნათესავებს განუცხადეს, რომ ა. მ. ორლიკ-სერებრიანიკოვს მიესაჯა 10 წლით თავისუფლების აღკვეთა შრომა-გასწორების ბანაკში და პატიმრობაში გარდაიცვალა არტერიოსკლეროზით 15.03.1946 წელს. საქმე ნომრით # 13/10-1746, 24.07.1965 წელს გაიგზავნა ქ. ვორონეჟში, ვორონეჟის ოლქის შინსახკომის მმართველობაში არქივში შესანახად.

ფოტოები / დოკუმენტები